- Advertisement -

მელია: თუ “ოცნება” პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციტივას ჩააგდებს, ამას გადაყვება!

7

თუ “ქართული ოცნება” ამ ინიციატვიას ჩააგდებს, “ქართული ოცნება” ამას გადაყვება! იქნება ლეგიტიმური საფუძველი, რომ ხალხი მშვიდობიანად გამოვიდეს გარეთ, რადგან ხლხთან დდებული ხელშეკრულება იქნება დარღვეული და იქნება ლგიტიმური საფუძველი, რომ ხალხი მშვიდობიანად გამოვიდეს გარეთ და ხმა ასე გააგონონ ქართულ ოცნებას.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვა დაიწყო და კენჭისყრის საფუძველზე ჩააგდო ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 3%-იანი ბარიერით და პოლიტიკური ბლოკებით ითვალისწინებს.
პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ინიცირებულია ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, გარკვეული ხმების რაოდენობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი მიიღოს.
მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნებში 2 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტმა ერთი მანდატი მიიღოს, მას ექნება აუცილებლობა მიიღოს დაახლოებით 14 ათასი ხმა. ანუ ამ შემთხვევაში 2 მილიონი იყოფა 150-ზე. თუმცა, ამ ინციატივას არ ეთანხმება “ოცნების” რამდენიმე მაორიტარი დეპუტატი. რის გამოც დღეს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება.
The post მელია: თუ “ოცნება” პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციტივას ჩააგდებს, ამას გადაყვება! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...