- Advertisement -

მელია: ნარკომომხმარებლებს აკავებთ, ნარკოტიკს უდებთ, რეალიზატორი კი არც ერთი გყავთ დაკავებული

671

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა მელია აცხადებს, რომ ნარკოტიკის ჩადების კონკრეტული ფაქტები არსებობს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, დღეს პოლიცია ნარკომომხმარებლებს აკავებს და ნარკოტიკებს უდებს, თუმცა ნარკორეალიზატორების დაკავება არ ხდება. 

"კი ბატონო ისაუბრეთ წინა წლებში როგორ დუმდნენ პარლამენტის წევრები, რომელთა ნაწილიც, რამდენიმე ადამიანი თქვენს რიგებშია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო და ხმას არ იღებდა, როცა მართლაც გასაკრიტიკებელი იყო წინა ხელისუფლება. 

პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში იყო დაკავებული ახალგაზრდა ადამიანი ნოდარ ნიშნიანიძე, რომელსაც სახლში შეუვარდნენ და სახლში სანამ შეუვარდებოდნენ, მეუღლემ გადაუღო მობილურით ვიდეო, ამის შემდეგ აღმოუჩნდა მას სახლში იარაღი, ატვირთულია ეს სოცმედიაში, რამდენიმე თვის წინ. ფეიქრიშვილები ძმები, ანალოგიური კანონდარღვევა იყო განხორციელებული. დემურ სტურუა თქვენი ხლეისუფლების პირობებში მოკლეს, ადამიანი, რომელსაც აიძულეს თვითმკვლელობა და წერილი დატოვა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აიძულებდნენ თანამშრომლობას. ლევან აბზიანიძე, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა და დააკავეს, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს იმერეთში და შარდმდენი აბები დაალევინეს, რამდენიმე საათში გარდაიცვალა, გულით დაავადებული ადამიანი იყო. 

საუბარი არაა მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახზე, რომელზეც უნდა საუბრობდეთ თქვენ, იმიტომ რომ ყოველთვის ვერ იქნებით პარლამენტის წევრები ჩემო მეგობრებო. სადაც პრეზიდენტის ოჯახს უბედავენ, თქვენს ოჯახსაც შეეხებიან და ვეღარავინ დაგიცავთ. ამიტომ ჯობს, თქვენი უფლებამოსილება განახორციელოთ, რომელიც გულისხმობს კონტროლს მთავრობაზე და მთავრობის წევრია შს მინისტრიც და შსს-ს უღირსი რამდენიმე თანამშრომელი ახორციელებს ამას.

დღევანდელი შემთხვევები საკმარისია იმისათვის, რომ განგაშის ზარი შემოვკრათ. რომელიმე ნარკორეალიზატორი თუ არის დაკავებული უკანასკნელ პერიოდში? მომხმარებლებს აკავებთ, რომელსაც უდებენ ნაკოტიკს, მაგრამ რეალიზატორი არც ერთი არ არის დაკავებული, ეს ხომ ფაქტია? რაც არ უნდა მოგწონდეთ და არც მოგწონდეთ ჟურნალისტი ელისო კილაძე, ის ყველაზე მწვავე ოპონენტია თქვენი. როცა მის შვილს ნარკოტიკს ჩაუდებენ, როგორც მინიმუმ,მეტი მტკიცებულებაა  საჭირო",-განაცხადა ნიკა მელიამ. 

Comments
Loading...