- Advertisement -

მელია: “ოცნება” ყოველ კალენდარულ დღეს მის მიერვე ჩადენილი დანაშაულის დამალვას უთმობს

523

"ქართული ოცნება ყოველ კალენდარულ დღეს უთმობს მის მიერვე ჩადენილი დანაშაულის დამალვას, გადაფარვას",-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ რუსთავი 2-ს ფარცხალაძე-თორდიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. 

"დასაჯონ ფარცხალაძე, ადამიანი, რომელიც მართავს პროკურატურას, მართავს ფინანსურ პოლიციას და წარმოუდგენელი გავლენით სარგებლობს სასამართლო სისტემაში, ნიშნავს, რომ ჩამოანგრიო ის არაფორმალური სტრუქტურა, რომელსაც ქართული ოცნება ხუთი წლის განმავლობაში აშენებდა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, არჩევნებამდეც კი ვერ მივიდეს, ამიტომ ოცნებას ურჩევნია ხელისუფლების დაკარგვის გზაზე იაროს მძიმედ დაავადებულმა, ვიდრე ამ გზაზევე მოისწრაფოს საკუთარი სიცოცხლე,“ – აცხადებს ნიკა მელია.

Comments
Loading...