- Advertisement -

მენაბდე: კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივები მისაღებია

532

 

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრია, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივა მისაღებია. 

"ჩვენ მნიშვნელოვანი პროცესის მომსწრენი ვართ, ეს არის კონსტიტუციის ცვლილება და მისი პროექტის მომზადება, ამიტომ ნებისმიერი ჩართულობა კონსტიტუციური ინსტიტუტების მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეწყობაა ამ რეფორმის და საზოგადოებრივი ჩართვის უზრუნველყოფა, ამიტომ ის ინიციატივები, რომლებიც გაჟღერდა მისაღებია და აგრეთვე, ვისურვებდი, პრეზიდენტის წარომომადგენლობის ჩართვას კომისიის მუშაობაში.

თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სამი წევრი არის კომისიის ნაწილი და ჩვენ კომისიის წევრები ძალიან მოვისაკლისებთ მათ და ძალიან გამოგვადგებოდა მათი პოზცია",-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იწყებენ პროცესს კონსტიტუცია ყველასია, რაც პროცესში საზოაგადოების ჩართულობას გულისხმობს.

Comments
Loading...