- Advertisement -

მენაბდე: კონსტიტუციის პროექტი ნაკლებადაა ორიენტირებული ხელისუფლების ადეკვატურ ბალანსზე

541

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკოსნტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი ნაკლებად არის ორიენტირებული საზოგადოების ფართო ფენების ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში ჩართულობაზე და ხელისუფლების ადეკვატურ ბალანსზე.

თუმცა, მენაბდე აქვე აღნიშნავს, რომ პროექტი ბევრი მიმართულებით პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს.

"დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 3 თვიანი მუშაობის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს უყრის კენჭს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმართულებით პროექტი პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს, მინდა რამდენიმე ასპექტი გამოვყო რის გამოც მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული პროექტი ნაკლებად არის ორიენტირებული საზოგადოების ფართო ფენების ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში ჩართულობაზე და ხელისუფლების ადეკვატურ ბალანსზე.

> უკან გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებების ნაწილში: მე-2 თავიდან ჩამონთვალიდან ქრება ორი მნიშვნელოვანი ,,სოციალური უფლებების რესურსი’’ 32-ე და 39-ე მუხლები. არ არის გათვალისიწნებული უფლებების ეფექტური ზედამხედველობის ორგანოს. კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს ქორწიების ცნებას.
> პარლამენტი: დაკომპლექტების უსამართლო წესი.

> მთავრობის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე: არ ჩნდება პრემიერის ვალდებულება წელიწადში პარლამენტის სხდომაზე წარსდგეს ანგარიშით. არ არსებობს მთავრობის ინდივიდუალური წევრის გადაყენების მექანიზმი.

> პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების დაკომპლექტების უმრავლესობაზე მორგებული წესი: სახალხო დამცველი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გენერალური პროკურორი 76 ხმით ირჩევა, რაც უმრავლესობას აძლევს საშუალებას დანიშნოს ლოიალური პირები.
> პრეზიდენტის არჩევის ირიბი წესი: საკანონდემლო ორგანოს დაკომპლეტების შემოთავაზებული წესის პირობებში პრეზიდენტის ირიბი არჩევნები კონკრეტულ ვითარებაში მმართველი გუნდისთვის კარგი საშუალებაა ქვეყნის პირველ პირად ლოიალურად განწყობილი პირი გაამწესოს.

> ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის დეფიციტი სასამართლო ხელისუფლებაში: შემოთავაზებული ვარიანტი კვლავ ითვალისწინებს მოსამართლეთა 3 წლიანი პრობაციით გამწესებას. ცვლილებებით პრეზიდენტის უზენაესი სასამრთლოს წევრების პარლამენტისთვის წარდგენას ჩაანაცვლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენიჭება ე.წ. ,,რეალური კონტროლის’’ უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ ექნება უფლება გააუქმოს ჩატარებული არჩევნები თუ ის არაკონსტიტუციურ ნორმებს დაეფუძნა

> უკონტროლო ეკონომიკური თავისუფლება: ნარჩუნდება ის ნორმები, რომელიც საგადასახადო რეფერენდუმს შეეხება",- წერს მენაბდე. 

Comments
Loading...