- Advertisement -

მერაბ ჭანუყვაძე: გურიაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ დროისთვის 405 000 ლარს შეადგენს

418

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრობლემები შეიქმნა. ზარალის ოდენობა 405 000 ლარს შეადგენს,- ამის შესახებ ინფორმაციას "აიპრესს" გურიის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი უდასტურებს.

ოზურგეთის მუციციპალიტეტში ნატანებსა და დაბა ურეკში დაზიანებულია 19 საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომელსიც აღდგენას საჭიროებს. ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელესა და სუფსაში 14 საცხოვრებელი სახლის სხურავია დაზიანებული. ასევე დაზიანებულია შიდა გზები. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის, მაგრამ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩასატარებელია.

"სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. ჯამში, სულ ოზურგეთში (ურეკი, ნატანები) და ლანჩხუთში (ღრმაღელე, სუფსა) დაზიანდა 33 საცხოვრებელი სახლის სახურავი.

ზარალის ოდენობამ ორივე მუნიციპალიტეტში შეადგინა 405 000 ლარი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მუნიციპალურ და სამაშველო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გაწეული დახმარებისთვის,“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა.

ზარალის საბოლოო მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

Comments
Loading...