- Advertisement -

მერიას განცხადებით მიმართეს, რომ 17 მაისს ანძა ან/და მშვიდობის ხიდი ლგბტ ფერებში განათდეს

791

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ დედაქალაქის მერიას განცხადებით მიმართა, რომ 2017 წლის 17 მაისს თბილისის ანძა ან/და მშვიდობის ხიდი ლგბტ დროშის ფერებში განათდეს.

„ცისარტყელის დროშა არის ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერთა სიმბოლო. ფერები ლგბტ საზოგადოების მრავალფეროვნებას გამოხატავს. ცისარტყელის დროშა „დროშების დამამზადებლების საერთაშორისო კონგრესის“ მიერ არის ცნობილი ოფიციალურად.

გამომდინარე იქედან, რომ 17 მაისი არის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ამ დღეს გააჩნია, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობა, ვინაიდან, დაკავშირებულია ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის დაგმობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

"იმის გათვალისწინებით, თუ რა უფლებრივ მდგომარეობაში არიან ლგბტ პირები ჩვენს რეალობაში და რამდენად ჰომოფობიურია გარემო მათ მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან ამ საკითხის მნიშვნელობის გაზიარება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

Comments
Loading...