- Advertisement -

მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება

283

დედაქალაქის მერიაში, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერიის სტრუქტურული ცვლილებების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამსახურის ძირითადი მიმართულებები იქნება ქალაქმშენებლობის პროცესში მონაწილეობა, ტყის მართვის პოლიტიკის შემუშავება, ნებართვები და მონიტორ ნებართვები, მწვანე სივრცეების განვითარება და ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნა, მწვანე ლანდშაფტური პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი დაგეგმარება, მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დაგეგმვა.

დედაქალაქის მერის ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სტრუქტურულ რეფორმებს იწყებს.

Comments
Loading...