- Advertisement -

მერია: ინფორმაცია, რომ მერი ნასვამი მართავდა მანქანას და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სიცრუეა

567

თბილისის მერია განცხადებას ავრცლებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად,   19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სიცრუეა. 

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას",-აღნიშნულია განცხადებაში. 

Comments
Loading...