სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო-მასალა, სადაც ლისის ტბასთან დამწვარი ხეები ჩანს. აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით "აიპრესი" თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ვიდეოზე ასახული დამწვარი ხეები ძველი ხანძრის შედეგია. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლისის ტბაზე 2012 და 2015 წლებში იყო.
"2015 წელს და მანამდეც არის დაფიქსირებული, იქ იყო დიდი ხანძარი და ეს არის იმ ხანძრის შედეგები, რაც არის ლისის ტბაზე. ლისი ტეველოპმენტმაც გააკეთა განცხადება. ეს არ არის ახალი ეს არის ძველი ხანძისგან დარჩენილი ხეები. ლისი დეველოპმენტს ველაპარაკე და აქვთ ეროვნული სააგენტოდან ცნობა და მთელი დოკუმენტაცია მაშინ რომ დაფიქსირდა ეს ყველაფერი. რამოდენიმე ხანძარი იყო, 2012 წელს იყო ძალიან დიდი ხანძარი მაგის ვიდეომასალაც არსებობს.ჩვენი ზედამხევდელობაც როცა იყო მაშინაც დააფიქსირა, 2015 წელს. ერთდაიგივე ადგილებია, რაზეც ხაბეიშვილი ლაპარაკობს და წერს",-აცხადებენ თბილისის მერიაში.