- Advertisement -

მერია: მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანებაზე დოკუმენტებში “სტარბაქსი” არ ფიგურირებს

1,370

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისში "სტარბაქსი" ყავის საწარმოს აშენებას გეგმავს, არ ფლობენ. როგორც "აიპრესს" არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, კახეთის გზატკეცილზე მრავალფუნქციური კომლექსის კონცეფციაზე, რომელიც ყავის წარმოების ინფრასტრუქტურასაც მოიცავს, გეერგე შეთანხმებულია. არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ განაცხადი მათთან შპს "კაფსულომ" შემოიტანა, უშუალოდ "სტარბაქსი" კი დოკუმენტებში არ ფიგურირებს. 

"ჩვენთან შემოვიდა განაცხადი და თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ 2016 წლის 15 დეკემბერს თანხმობა მისცა კახეთის გზატკეცილზე ავტობაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებაზე. ე.წ. გეერგე არის პირველადი სტადია, ძირითადად კონცეფციაზეა საუბარი. მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება გულიხსმობდა ყავის წარმოების ინფრასტრუქტურის მოწყობას, ამაზე შეთანხმდა გეერგე. 

რაც შეეხება "სტარბაქსს", ეს კომპანია არ ფიგურირებს დოკუმენტაციაში, ჩვენთან უბრალოდ დასმული იყო შეკითხვა ლოკაციასთან დაკავშირებით, ამ ლოკაციაზე შენდება, მაგრამ თვითონ "სტარბაქსი" განაცხადში არ ფიგურირებს. განაცხადი შემოიტანა შპს "კაფსულომ". ვერ გეტყვით რამდენად აქვს ამ კომპანიას "სტარბაქსთან" კავშირი.

შემდეგი სტადიაა პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა",-აცხადებენ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში. 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთის გზატკეცილზე "სტარბაქსის" ყავის საწარმო აშენდება. 

Comments
Loading...