ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო უბნის, მესტიის სატყეოს მე-13 კვარტალში ხანძარი ლოკალიზებულია.
"რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის ლოკალიზება სასაზღრო პოლიციის ვეტმფრენით გახდა შესაძლებელი. ხანძარი ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა.
ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსხურის თანამშრომლები", – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.