მესტიაში, ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა რჩება კერები, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ვერ მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა. – ამის შესახებ "აიპრესის" კორესპონდენტი მესტიიდან იუწყება.
ამ დრომე მუშაობს, როგორც მესტიის, ასევე რეგიონალური მეხანძრე-მაშველები და შვეულმფრენი, რადგან არსებობს საფრთხე ხანძარი ისევ გაჩნდეს ტყეში.
შეგახსენებთ, ბანგურიანის მთაზე ხანძარი, გუშინ დაახლოები 13:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად სავარაუდოდ მოსახლეობის მხრიდან დაუდევრობა სახელდება.