- Advertisement -

მესტიაში, ბანგურიანის მთაზე 500 ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის

393

მესტიაში, ბანგურიანის მთაზე დაახლოებით 500 ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაუდასტურა.

კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ტყეში ხანძარი დაახლოებით 400-500 კვ მეტრ ფართობზეა გავრცელებული. ხანძარი ტყის მასივის დასაწყისშია გაჩენილი. ადგილზე იმყოფება სასაზღვრო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მოსახლეობა. თავაზობთ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

"აიპრესთან" ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

მათი თქმით, სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება. ადგილზე გასული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები, თუმცა რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, სატელეფონო კავშირი ჭირს, ამიტომ ხანძრის შესახებ ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

ფოტოს ავტორია: ნათია ნაკანი

Comments
Loading...