- Advertisement -

მეტროპოლიტენის მგზავრებს საჩუქრად “ვეფხისტყაოსანი” დაურიგდათ

600

თბილისის მერიის კამპანია „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, ასევე მატარებლის მოსაცდელ ბაქანზე მგზავრებს საჩუქრად 6 სხვადასხვა გამომცემლობის 300 წიგნი გადაეცათ.

„ნეკერის“, „დიოგენეს“, „ინტელექტის“, „მერიდიანის“, „სეზანისა“ და „პალიტრა L”-ის  შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ამ პოემის შესახებ გამოცემული წიგნები მერიისა და გამომცემლობების წარმომადგენლებმა დაარიგეს. კამპანიის „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ ფარგლებში, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ.

დღევანდელი აქციით,  დედაქალაქის მერია შეუერთდა ღონისძიებებს, რომლებიც, ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

Comments
Loading...