- Advertisement -

მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებული “ენმ”-ს დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება

8

პროექტი მეუფე იაკობის განცხადებაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს, სადაც აღნიშნულია, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მეუფე იაკობის ხსენებულ საჯარო განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, ხოლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი-პროკურორი ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს.
„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეისწავლოს, საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში; ასევე, გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებული პროცესის მომზადებაში“, – წერია დადგენილების პროექტში.
The post მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებული “ენმ”-ს დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...