- Advertisement -

მეუფე პეტრე: არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპატიურებენ სტიქაროსნებს

10

“მე ვთქვი, არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპიატურებენ სტიქაროსნებს და მსახურებს თუ სხვებს. თუ დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, უნდა დავიწყოთ ეკლესიით.
ეკლესიით უნდა დაიწყოს განწმენდა – გათავისუფლება ცოდვისგან. არ შეიძლება უზნეობას ებრძოდე ორი ხელით – ერთი ხელით მფარველობდე საპატრიარქოში და მეორე ხელით ებრძოდე – აი კინოფილმთან მიმართებით რაც ხდება. შეუძლებელია ზნეობის დამყარება ორმაგი სტანდარტით ”,-ამბობს მეუფე პეტრე.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს.
სონოდის სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ თქვა, რომ ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.
ამასთან, გუშინ, “პოსტფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მონოლოგში გაიხსენა საკუთარი ისტორია და თქვა რომ სასულიერო პირი ერთ-ერთ ეკლესიაში სექსუალურად ავიწროებდა.
The post მეუფე პეტრე: არის ფაქტები, რომ ტაძარში, საკურთხევლებში აუპატიურებენ სტიქაროსნებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...