- Advertisement -

მეუფე პეტრე: მიმაჩნდა, რომ რუსეთთან დიალოგს მარგველაშვილზე უკეთ ბურჯანაძე მოახერხებდა

7

მთავარი არხის ეთერში ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგს მარგველაშვილზე უკეთ ბურჯანაძე მოახერხებდა
“პუტინთან შეხვედრის შემდეგ (ნინო ბურჯანაძე) ჩამოვიდა და პატრიარქს უთხრა, თუ არაგულწრფელია, მის სინდისზე იყოს, პუტინმა მითხრა, რომ ეს შეცდომა, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება, მედვედევმა დაუშვაო, ამას როგორ ვიზამდიო. მინდა დავიჯერო, რომ უკან დასახევი დაიტოვა. ანუ ჯერ კიდევ რესურსი არსებობდა.
მე რუსეთთან ურთიერთობის და დიალოგის მოხრე ვარ და მიმაჩნდა, რომ მარგველაშვილისაგან განსხავვებით, ბურჯანაძე ამას უკეთ მოახერხებდა. თუ ეს მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი იქნებოდა, გაიშიფრებოდა. როგორც პოლიტიკოსს მას მეტ ნდობას ვუცხადებდი, ვიდრე მარგველაშვილს.
The post მეუფე პეტრე: მიმაჩნდა, რომ რუსეთთან დიალოგს მარგველაშვილზე უკეთ ბურჯანაძე მოახერხებდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...