- Advertisement -

მეუფე საბა მეუფე იაკობზე: ვერ ვიტყვი რომ ის ცრუობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამადასტურებელი საბუთები უნდა წარადგინოს

7

ასე შეაფასა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ჟურნალისტებთან  საუბრისას ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებები.
„რა თქმა უნდა, ყველა ის საკითხი, რომელიც ტელევიზიით გაჟღერდა, სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ იმსჯელებს ამ საკითხებზე“,-  განაცხადა მეუფე საბამ.
მანვე უპასუხა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და განაცხადა, რომ ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, თუ საკითხს სინოდი განიხილავს. მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილება.
The post მეუფე საბა მეუფე იაკობზე: ვერ ვიტყვი რომ ის ცრუობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამადასტურებელი საბუთები უნდა წარადგინოს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...