- Advertisement -

მეშახტეები ტყიბულის მერს ხვდებიან

254

ამ წუთებში მეშახტეები ტყიბულის მერიასთან, მერს თეიმურაზ ჩუბინიძეს ხვდებიან.
მეშახტეების მოთხოვნაა საშემოსავლოს გაუქმება ან შემცირება, საპენსიო ასაკის დაწევაა, ისინი ქალაქის მერს ხელისუფლებასთნ შუამდგომლობას სთხოვენ.

თეიმურაზ ჩუბინიძის განცხადებით, მან მოისმინა მეშახტეთა მოთხოვნები და ის შესაბამის უწყებებთან მუშებს უშუამდგომლებს, რომ მათი პრობლემები აღმოიფხვრას და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

Comments
Loading...