- Advertisement -

მეშახტე: შახტაში დაღუპული ბიჭების თვიური ანაზღაურება 550-600 ლარს შეადგენდა

597

მეშახტე ლევან ბეშკენაძე გადაცემა "პრიორიტეტში" ტყიბულში დაღუპულ 4 მეშახტეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი თვიური ანაზღაურება 550-600 ლარი იყო. როგორც მეშახტე აცხადებს, მათ სადაზღვეო კომპანიების დაზღვევა აქვთ, თუმცა ისინი მხოლოდ თითო დაღუპულის ოჯახზე 10 ათას ლარს გასცემენ, რაც მხოლოდ გასვენებისა და სასაფლაოს მოწყობის მხარჯებია.

"ის ბიჭები, რომლებიც შახტაში დაიღუპნენ მათი ანაზღაურება შეადგენდა 550-დან 600 ლარამდე. მე არ მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება დავაფიქსირო, საზოგადოებამ შეაფასოს 600 ლარად კი არა საერთოდ რამის ფასად თუ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები შრომის ადგილებზე.

სიცოცხლის რისკია ყველა მეშახტის ჩასვლა შახტაში. დაზღვეულები ვართ. ჩვენ სახელმწიფოსგან შეფასებულები ვართ 10 ათას ლარად. რაც გულისხმობს მხოლოდ გასვენების და სასაფლაოს მოწყობის ხარჯებს. ჩვენი სადაზღვეო პაკეტი სამუშაო ადგილზე დაღუპვის შემთხვევაში გულისხმობს, რომ სადაზღვეო კომპანიები ამ ოთხი დაღუპულიდან თითოსთვის გადაიხდიანი 10 ათას ლარს, ეს კიდევ სახელმწიფო პოლიტიკიდანაა გამოწვეული. აი ამდენად უღირს ამ სახელმწიფოს ეს ადამიანები", – განაცხადა ლევან ბეშკენაძემ. 

Comments
Loading...