მეშახტის შვილი: მამაჩემი უჰაერობისგანაა მოგუდული! ეს არავის უნდა შერჩეს!

178

მინდელის სახელობის შახტაში გარდაცვლილი მიხეილა გამზარდაშვილის შვილი გაგა გამეზარდაშვილი აცხადებს, რომ მამისს დიდი გამოცდილება ჰქონდა შახტაში მუშაობის და გამორიცხავს, რომ მათი შეცდომით მომხდარიყო უბედური შემთვევა.

"35 წელი მუშაობდა შახტში, თითიც არ უტკენია აქამდე იმდენი გამოცდილება ქონდა, ასე უბრალოდ არ ხდება, უჰაერობისგანაა მოგუდული. პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს და დაისაჯონ დამნაშავეები.

არავის არ უნდა შერჩეს ეს სისხლისღვრა და შრომის უსაფრთხოებაზე როდესაც საუბრობენ ცოტა დაფირდნენ. მე ყველას ოჯახის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ უნდა შეიცვალოს პირველ რიგში ზედამხედველობის სამსახური, გამოცდილი კადრებია საჭირო, ფულოს გამო ყველაფერი არ უნდა გააკეთო. შახტის დახურვას რაც შერხება ამაში მე გამოსავალს ვერ ვხედავ, მშიერი რჩება ტყიბული, ის არსებობას კარგავს, ქალაქი დაიცლება და ვინც ვერ გაიქცევა აქ შიმშილით მოკვდება", – განაცხადა მეშახტის შვილმა.

Comments
Loading...