- Advertisement -

მეჭიაური ხელისუფლებას: აღკვეთეთ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები

367

თამაზ მეჭიაური ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას" მიმართავს და მოითხოვს, რომ თიანეთში ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები აღიკვეთოს.

"ხელისუფლების და "ქართული ოცნების" საყურადღებოდ! თიანეთში, პარლამენტარის და "ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ, მიმდინარეობს მოსახლეობის დეზინფორმირება, თითქოს, ჩემი მერად არჩევის გამო ხელისუფლება შეწყვეტს თიანეთის დაფინანსებას და შეაჩერებს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს. პარალელურად, საკრებულოს უმრავლესობის მეშვეობით გეგმავენ საბოტაჟს, ხოლო მისი შედეგების ჩემი მერად არჩევისთვის გადმობრალებას. გთხოვთ რეაგირებას! აღკვეთეთ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები",- წერს მეჭიაური.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებთ, თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა. მეჭიაურის კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" ლელა ქიტესაშვილი იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

Comments
Loading...