- Advertisement -

მთავრობამ აკუსტიკური ხმურის ნორმების შესახებ დადგენილება დაამტკიცა

486

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "ტექნიკური რეგლამენტი- საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ" დადგენილების პროექტი დაამტკიცეს.

„სამინისტრომ წარმოადგინა ტექნიკური რეგლამენტი, რომლის შინაარსია, განისაზღვროს და მოწესრიგდეს ის არეები, რაზეც ვრცელდება ეს რეგულაციები, რაოდენობრივად რამდენი უნდა იყოს და რა ხელსაწყოთი აღებული ეს მონაცემები, როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრირება გეგმიური ან გამოძახების კონკრეტული შემთხვევის შესწავლისას. ასევე განისაზღვრა ის განმახორციელებელი სტრუქტურები, რომლებიც ამის ადმინისტრირებას მოახდენენ.
პარლამენტის მიღებული კანონის მიხედვით 2018 წლის 1 აპრილამდე ეს იქნება შსს, ხოლო 1 აპრილის შემდეგ ეს იქნებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Comments
Loading...