- Advertisement -

მთავრობამ 12 მეწარმე სუბიექტს “მაღალმთიანი დასახლების საწარმოს” სტატუსი მიანიჭა

540

საქართველოს მთავრობამ 12 მეწარმე სუბიექტს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მიანიჭა. ისინი შეძლებენ, ისარგებლონ საქართველოს საგადასახდო კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო შეღავათებით საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში.

აღნიშნული საწარმოები და ინდმეწარმეები ახორციელებენ შემდეგი სახის საქმიანობას: ლეიბების, საბნებისა და ბალიშების დამზადება; ღვინის წარმოება; პურისა და ცომეულის წარმოება; მებოცვრეობა; ხმელი ხილის დამზადება და სხვ. ამ ეტაპზე, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მინიჭებული აქვს 199 მეწარმე სუბიექტს.

„მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N633 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

Comments
Loading...