- Advertisement -

მთავრობა თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს

505

საქართველოს მთავრობა თელავის მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში არაერთ ქალაქში, თუ ძალიან მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში დავიწყეთ სივრცითი დაგეგმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების მატებასთან ერთად იზრდება მშენებლობები. თელავი მოგეხსენებათ არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ასევე ტურისტული მიმართულება. ჩვენ გვინდა, უმოკლეს ვადაში მომზადეს პროფესიონალურად სივრცითი დაგეგმარების პროექტი, რათა არ მოხდეს სტიქიური განვითარება და ჩვენ ერთი მხრივ შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა და იერსახე, მეორე მხრივ შევქმნათ გეგმაზომიერი განვითარების მიმართულება, რომელიც იქნება უკვე მომავალში დაცული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...