საქართველოს მთავრობა რამდენიმე სახელმწიფოსთან უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებებს იწყებს. შესაბამისი განკარგულებები საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მოლაპარაკებები გაიმართება ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კამერუნის, კოტ-დივუარის, კონგოს, გამბიის, ტუნისის, სომალის და განის მთავრობებთან.