- Advertisement -

მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ ბავშვის მშობელმა შიმშილობა დაიწყო

848

მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ ბავშვის მშობელმა შიმშილობა დაიწყო. როგორც ნათია ლომიძე „აიპრესთან“ ამბობს, მისი შვილისთვის არანაირი სერვისი არ არსებობს, ახლა კი ბავშვთა ფსიქიატრიულს, რომლითაც მისი შვილი ხშირად სარგებლობს, დახურვა ემუქრება.

„ახლა გადავიყვანეთ ფსიქიატრიულში საბა, ძალიან გაღიზიანდა, შიოდა ბავშვს და კაციშვილი ყურადღებას არ აქცევდა, ბავშვი გადავიყვანეთ და ისევ გავაგრძელებთ შიმშილს.

ყველანაირი სერვისი შეუწყვიტეს საბას, არაფერი მისთვის არ არსებობს, სახლშია 2 წელია გამოკეტილი. ახლა კიდევ ბავშვთა ფსიქიატრიულ კლინიკას ემუქრება დახურვა. გამოგვიტანა სახელმწიფომ სასიკვდილო განაჩენი, ასე გამოდის. ამ კლინიკის საკითხთან დაკავშირებითაც ვაპროტესტებ და საერთოდ ვაპროტესტებ იმიტომ რომ ყველანაირი პრობლემა ერთად მაქვს, პირველ რიგში საბასთან დაკავშირებული პრობლემა, ბინის პრობლემა, საბას უკვე ისე ჩამოუყალიბდა ქცევა, ფიზიკურად ვეღარ ვიჭერ, უმართავი ხდება და ბოლო პერიოდში სულ ფსიქიატრიულში ვართ, ერთი კვირა გამოვიყვან, მერე გამოკეტილ სიტუაციაში იგივე ქცევები ეწყება და ასე.

მთავრობის ადმინისტრაციიდან არავინ გამოგვეხმაურა, უყურეს ბავშვი რა დღეში იყო, ყვიროდა, წერილი გავგზავნეთ დილით, იქ, მიმღებში დავწერეთ წერილი, რომ ვინმე შეგვხვედროდა, ძალიან არეული ვარ, ბავშვი დავტოვე საავადმყოფოში, ახლა გავრბივარ, რომ ტანსაცმელი მივუტანო და მერე ისევ მივბრუნდები კანცელარიაში, შიმშილს ვიწყებ, სანამ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, მართლა ვიღუპებით უკვე სახლში, ჩემზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ვუყურებ ჩემი შვილი როგორ ხელიდან მეცლება და ვერაფერს შველი“,-აცხადებს ნათია ლომიძე.

"აიპრესი" მთავრობის ადმინსტრაციასაც დაუკავშირდა, ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ნათია ლომიძეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან. 

11 წლის საბას ამბავი – რას სთავაზობს სახელმწიფო ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ბავშვებს

Comments
Loading...