2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ბიუჯეტი, 2017 წელთან შედარებით 85 მილიონ 810 ათასი ლარით იზრდება და 262 მილიონი ლარით განისაზღვრება.
აქედან: მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 60 მლნ ლარია გათვალისწინებული; მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამისთვის – 71.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობა); საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტისთვის – 45.0 მლნ ლარი; რეგიონალური განვითარების პროექტისთვის (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) – ჯამში 43.7 მლნ ლარი;