- Advertisement -

“მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, გადავკეტავთ გზებს”! – გარემოვაჭრეების აქცია ზუგდიდში

396

ზუგდიდში, გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა გარემოვაჭრე გაფრთხილებული იყო დემონტაჟთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.როგორც გარემოვაჭრეები "აიპრესთან" აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია.

"ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ დემონტაჟს აპირებდნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ვაპირებთ საპროტესტო აქციის გამართვას და გზის გადაკეტვას. მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, დავიწყებთ შიმშილობას. თხილი არ არის, სიმინდი არ არის, სხვა არანაირი შემოსვალი არ გვაქვს, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები დგას, ოჯახების უკან კი ბანკის ვალები." – აცხადებენ გარემოვაჭრეები.

Comments
Loading...