- Advertisement -

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები მფლობელებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება

565

ენერგოეფექტურობა საგადასახადო კოდექსით წახალისდება,-ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელევს. უწყებაში განმარტავენ, რომ
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.

ფინანსთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება საქართველოში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გაააქტიურებს
და სტიმულს მისცემს მეურნეობაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამოყენებას.

*საგადასახადო შეღავათის ახალი წესის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

Comments
Loading...