- Advertisement -

მინდია ჯანელიძე: ამ ეტაპზე, როგორც მაშველები მეუბნებიან, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

420

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში არსებლ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ხანძრის მთლიანად ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას.

"ვითარება არ არის მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა ლოკალიზაციისთვის, გარკვეული კერების ლოკალიზება მოხდა, მაგრამ მთლიანად ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. გვაქვს მობილიზებული დამატებითი რესურსები, თუ იქნება საჭირო ამ რესურსების გამოყენება, გამოვიყენებთ",-აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე, მინდია ჯანელიძემ უპასუხა:

"ამ ეტაპზე, როგორც მაშველები მეუბნებიან, გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის ჩაქრობას უზრუნველყოფს თუ არა ეს ტექნიკა, ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ეს მარტო ტექნიკაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია ამინდზე, დამოკიდებულია რელიეფზე".

Comments
Loading...