- Advertisement -

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილე სააკაშვილს: აქ შეგიძლიათ ბოლომდე მიირთვათ

399

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე იმყოფება. შესაბამისს ფოტომასალას იგი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"ამ წუთებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვახშამზე ვიმყოფები. ვახშმის წამყვანმა ჩემი წარდგენისას იხუმრა, რომ აქ ნამდვილად შემეძლება ბოლომდე ვჭამო (მინიშნება ყველამ ღირსეულად შეაფასა)", – წერს სააკაშვილი.

აღნიშნული ხუმრობა უკრაინაში, რესტორან "სულგუნში" მომხდარს უკავშირდება, როდესაც ადგილობრივი ძალოვნები რესტორანში მაშინ შეიჭრნენ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გერმანიის ქალაქ მიუნხენში ნიდერლანდებიდან ჩავიდა, სადაც უკრაინიდან პოლონეთში გაძევების შემდეგ აღმოჩნდა. იქ მან პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი მიიღო, რომლის მეშვეობითაც მას ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის უფლება ეძლევა.

Comments
Loading...