საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცეპრეზიდენტს მაიკლ პენსს შეხვდა.
საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც დაიწყო ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრით და გაგრძელდა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრით.
"პრეზიდენტის მხრიდან მივიღეთ ასევე ძალინ მკაფიო გზავნილები. საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართელოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთის ჩვენს ქვეყანაში და აშშ-ი როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გააგრძელებს მნიშველოვან მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშნელოვნად გაღრმავდება მომავალში." – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.