- Advertisement -

მიხეილ გიორგაძე: გარიგებულ თამაშებზე სუს-მა კალათბურთის 2 მწვრთნელი და 2 მსაჯი დააკავა

514

კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ადასტურებს კალათბურთის 2 მწვრთნელის და 2 მსაჯის დაკავების ფაქტს, რომელიც სუს-მა გარიგებულ თამაშებზე დააკავა.

"ძალიან ვწუხვარ, მთავრობის კაბინეტის დამტკიცების შემდეგ მეორე დღესვე მიწევასამ თემაზე ლაპარაკი, ბუნებრივია ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პრობლემის სიმწვავეს და ყოველთვის ვიქნებით შეურიგებელი ასეთ ფაქტებზე",- აცხადებს მინისტრი.

როგორც "აიპრესს" სუს-ში განუცხადეს, დაკავებულების შესაახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

Comments
Loading...