- Advertisement -

მიხეილ გიორგაძე: მივიღე გადაწყვეტილება, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს მე ვუხელმძღვანელო

319

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს თავად უხელმძღვანელებს. მან ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს დღეს მწერლებსა და გამომცემლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააცნო.

“იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟის და მითქმა–მოთქმიდან გამომდინარე, რაც ამ ბოლო დროს გავრცელდა, როგორც მედიასა და სოციალურ ქსელებში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად ვუხელმძღვანელო ამ პროექტს და არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ხელმძღვანელობას, არამედ ვგულისხმობ, რომ პირადად ვუხელმძღვანელებ თითოეულ მიმართულებას ოპერაციული და ტექნიკური საკითხების ჩათვლით”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

Comments
Loading...