- Advertisement -

მიხეილ გიორგაძე: ქართული მხარე ჰერბერტ ზალბერის ჩანაცვლებას მოითხოვს

586

ანატოლი ბიბილოვისთვის ე.წ. პრეზიდენტად არჩევის მილოცვის გამო, საქართველოს მთავრობა ჟენევის მოლაპარაკებებში ჰერბერტ ზალბერის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება მოითხოვს,- ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის მიერ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერისთვის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვა, საქრათველოს მთავრობისთვის მიუღებელია.

"ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება. ქართულ მხარეს კომუნიკაცია აქვს ევროკავშირთან და ამ პროცესში ლოგიკური გაგრძელებაა სხვა კანდიდატით ჩანაცვლდეს", – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ შეხვდა, რომლის ვიდეოკადრები ადგილობრივმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

Comments
Loading...