- Advertisement -

მიხეილ სააკაშვილი “იმედის” ჟურნალისტს: მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად იყავით

382

"ხელები გაწიე, არ მაინტერესებს" – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის კითხვას, რატომ შეცვალა დღის ბოლოს გეგმა.

მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედს" ბიძინა ივანიშვილის კარის ტელევიზია უწოდა.

"ოლიგარქების ტელევიზიებს მე არ ვპასუხობ, ტელეკომპანია "იმედი" მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, ასე რომ კარგად იყავით. მომიკითხეთ ივანიშვილი. დანარჩენებს პატივს ვცემ, შეგიძლიათ არაფერზე ინერვიულოთ", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

Comments
Loading...