- Advertisement -

მიხეილ სააკაშვილი: პუტინი ნამდვილი ეშმაკია, ის მკვლელია!

989

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

"პუტინი ისეთი იყო, როგორიც არის. მე მას ოცდაათჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს. მისი პრინციპია, მეგობრები ახლოს ჰყავდეს, ხოლო მტრები უფრო ახლოს.

პუტინი ნამდვილი ეშმაკია. ის მკვლელია. ის ვერ იტანს აშშ-ს. ის აშშ-ს პირველ მტრად მიიჩნევს, რომელიც უნდა გაანადგუროს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მათ შორის თავის სამეზობლოში, ამ ზიზღითაა. ის საქართველოში იმიტომ შემოიჭრა, რომ ამერიკის მოკავშირედ გვთვლიდა. მასთან მიმართებაში ილუზიები არ მაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...