- Advertisement -

მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი საქართველოს მოღალატეა

145

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა PS-ში განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად სრულიად დაულაგებელი ადამიანია, როგორ პიროვნულად, ჩვეულებრივი საქართველოს მოღალატეა. იმიტომ რომ ეს არის ქალი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ თვითონ დავბომბეთ წითელუბანი.

შეგახსენებთ, ეს არის ისტორია, როდესაც რუსები ცდილობდნენ მწყობრიდან გამოეყვანათ ჩვენი საჰაერო დაცვის სისტემა, ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე. მაშინ ეს მთელმა მსოფლიომ დააფიქსირა და აღიარა, ერთადერთი ვინც ყვიროდა, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ იმისთვის, რომ თავი შეგვეცოდებინა უცხოელებისთვის, იყო სალომე ზურაბიშვილი. ის თანმიმდევრულად ადანაშაულებდა საქართველოს ომში, რაც ყველა საზღვრებს სცდება", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...