- Advertisement -

მიხეილ სააკაშვილი: შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს ეშინია

320

"პოროშენკო რატომღაც თვლის, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა. ზედმეტი წარმოდგენა აქვს ჩემ თავზე ალბათ, ვინ ჩააგონა ეს თავში არ ვიცი. შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი აქვე დასძენს, რომ მას არავის დამხობის სურვილი არ აქვს და მისი მიზანია, სასამართლოს გზით თავისი უფლებები დაიცვას.

"მრავალი ათსი ადამიანი მოვიდა უკრაინის მხარეს, დილაადრიან, ჯერ ადრეა, 14:00 საათზე ჩავდივარ, უკვე ბევრი ადამიანია შეკრებილი, ძალიან გრძელი ავტობუსების კოლონა მოდის ლვოვიდან.

მათი მთავარი გეგმაა არ შეშვება, მაგრამ ეშინიათ თავისი სახელმწიფო აპარატის, რომელსაც აქვს დაბალი მორალი, როგორც შევარდნაძის დროს იყო, ყველაფერი დამყარებულია ფულზე, კორუფციაზე, ყველა ფიქრობს თავის მომავალზე, ყველამ იცის, რომ ოლიგარქების მმართველობას დიდი დღე არ უწერია უკრაინაში, ისინი ფიქრობენ რა იქნება ხვალ და ზეგ, ამიტომ სულაც არ არის დარწმუნებული პოროშენკო, რომ ყველა მისი ბრძანება შესრულდება.

სახელმწიფო აპარატში მისი გადაწყვეტილებებით ბევრია უკმაყოფილო. ნახეთ, რომ მრავალი ათეული უკრაინელი დეპუტატი ჩამოვიდა. გუშინ აქ (პოლონეთში) უკვე 25 დეპუტატი იყო, უამრავი გზაშია, ახლა ძალიან ცნობილი პოლონელი ევროპარლამენტარი იაციკ საიუშორსკი გვიერთდება და ჩვენთნ ერთად მოდის საზღვარზე. დიდი ამბავია, იმედია თავიდანვე ჩაივლის, თუ არა და მაინც ბოლოსდაბოლოს ჩვენს მიზანს მივაღწევთ. სიმართლეა ჩვენს მხარეს, კანონი ჩვენს მხარესაა, უკრაინელებს განსაკუთრებით არ უყვართ უკანონობა და უსამართლობა, ძალიან მგრძნობიარეები არიან ამაზე.

პოროშენკო თვლის რატომღაც, მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა… ზედმეტი წარმოდგენა აქვს ჩემ თავზე ალბათ, მაგრამ ასე თვლის, ვინ ჩააგონა ეს თავში, არ ვიცი, შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს. მე არანაირი სურვილი, უფროსწორად გეგმა არ მაქვს არავის დამხობის, ჩემი გეგმაა უკრაინაში ჩასვლა და სასამართლოს გზით ჩემი უფლებების დაცვა, ექსცესების გარეშე, ვინაიდან ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა საზღვარზე, საზღვარი არ არის ქალაქში, სადღაც ტრიალ მინდორშია, ქალაქიდან ძალიან მოშორებით. ტრიალ მინდორში რომ ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა, ქალაქში რომ ჩავაღწიო, რამდენი მოვა. მაგალითად საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა, თბილისიდან 2-3 საათში სავალში შეგვეკრიბა ამდენი ადამიანი, თუნდაც 1000-2000 ადამანი, აქ მოხდა ასეთი რაღაც, წარმოიდგნეთ კიევში რომ ვყოფილიყავი რა მოხდებოდა, ლვოვში რომ ვყოფილიყავი რა მოხდებოდა", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დღეს, უკრაინის დროით დღის 12:00 საათზე გეგმავს მისვლას და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას პოლონეთიდან შეეცდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა. 

Comments
Loading...