- Advertisement -

მიხეილ სააკაშვილი: ხომ იძახდნენ დავაპატიმრებთო, შემიშვან

409

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას აქვს კანონიერი უფლება, შევიდეს უკრაინაში.

"ჩვეულებრივად უნდა შემიშვან. ხომ იძახდნენ, რომ ექსტრადიციას გავაკეთებთო, დავაპატიმრებთო, რაღაც საქმეები გვაქვსო, შემიშვან. როგორი მხდალები არიან, როგორ ეშინიათ ჩემი, როგორ უკანკალებთ ყველაფერი, რაც არის ეგ არის, რა ვქნა?!

მე წავალ უკრაინაში, შევეცდები შევიდე უკრაინაში, მე მაქვს კანონიერი უფლება. ის რაც ახლა ხდება, ცირკია, რაც შექმნა მთავრობამ, პირადად პრეზიდენტმა, რადგან რამდენიმე მინისტრმა უარი თქვა, რადგან მათ არ მიუღიათ ეს გადაწყვეტილება და ეს არ არის მათი პასუხისმგებლობა, ისინი არ აგებენ პასუხს, რომ ხალხი გადმოსვეს მატარებლიდან", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტით, როგორც აქამდე გეგმავდა, აღარ გადავა. იგი უკრაინის საზღვართან მატარებლით მივა.

ბოლო ინფორმაციით, მატარებელი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი, მომხრეებთან და ჟურნალისტებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინის საზღვართან მიემართება, ლვოვთან გაჩერდა.

Comments
Loading...