- Advertisement -

მიხეილ ჩხენკელი: კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე

66

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისციტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. კულტურა საქართველოსთვის განსაკუთრებული დარგია. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება…
რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ გამოყოფის შემდეგაც, მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო ძალინ მჭირდო ურთიერთობას კულტურის მიმართულებასთან შეინარჩუნებს. რაც შეეხება სპორტს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან, ანუ, მასობრივი სპორტი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებისთვის.
ასევე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული მნიშვნელობა საუნივერსიტეტო სპორტის, შესაბამისად სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და აქ არის მნიშვნელოვანი ლოგიკური ბმა სისტემებს შორის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა
The post მიხეილ ჩხენკელი: კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...