საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოთი დაინტერესება იზრდება.
"სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალი დონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით პარტნიორობა და სრულად იქნას გამოყენებული ამ მხრივ არსებული პოტენციალი. მისასალმებელია, რომ იზრდება ამერიკული კომპანიების დაიტერესება საქართველოთი და ჩვენთან მიმდინარე რეგიონალური მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტებით. აშშ წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოში. უნდა აღინიშნოს 2017 წელი წარმოადგენს გარკვეულ ისტორიულ ეტაპს აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავია. ერთად ჩვენ მრავალ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა სამომავლოდ გაცილებით უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა ყველა მიმართულებით და კონკრეტულ, ხეშესახებ შედეგებს მივაღწიოთ", – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის დროს მომავალი ერთობლივი ნაბიჯების შესახებ იქნება მსჯელობა.