- Advertisement -

მიხეილ ჯანელიძე ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოში შეხვედრებს გამართავს

577

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება სტრასბურგში, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოში, ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის ორგანიზაციის პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხება მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს

Comments
Loading...