- Advertisement -

მიხეილ ჯანელიძე: იერუსალიმის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს

435

"იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები ამ დრომდეც მიმდნარეობს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჯანელიძის თქმით, იერუსალიმის საკითხი არის სენსიტური თემა და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებენ.

"მე პირადად გუშინაც ვისაუბრე ამ საკითხზე, ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“–განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს " დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".

როგორც ცნობილია, გერმანია და ბრიტანეთი ისრაელის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ხოლო, თურქეთში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გამართეს.

Comments
Loading...