- Advertisement -

მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: “კარფური” 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის

31

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“(„მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“) საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულშია, რაც სრულიად ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი იყო, გამომდინარე კარფურის სწრაფი ფიზიკური თუ ციფრული განვითარებიდან, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაღალი მაჩვენებლიდან, ადგილობრივი მწარმოებლებისა და მომწოდებლების ხელშეწყობიდან და ბრენდის მრავალფეროვანი საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი პროექტებიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 12 წლის მინიმუმზეა, მსგავსი გამოცდილი უცხოელი ინვესტორების კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში კიდევ უფრო ფასდაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, კარფური (მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია), ათეულში ისეთ კომპანიებთან ერთადაა, როგორიცაა აიდიეს ბორჯომი საქართველო; შპს თბილისი ენერჯი; სს ენერგო – პრო ჯორჯია; სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური; შპს ტოიოტა კავკასია; შპს აჭარ ენერჯი-2007; შპს CBD Development; სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი და სს ბიჯეო ჯგუფი.

სწორედ აღნიშნული კომპანიები იყვნენ ქვეყნისათვის უმსხვილესი ინვესტორები მიმდინარე წლის 1-ელ 3 თვეში.

„კარფურის“ დასახელება ქვეყნის უდიდეს ინვესტორებს შორის დიდწილად განაპირობა ბრენდის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და თანამედროვე ვაჭრობის განვითარებაში შეტანილმა შთამბეჭდავმა წვლილმა. დაარსების დღიდან, ფრანგულმა ბრენდმა ქვეყანაში სრულიად ახალი, უკონკურენტო სავაჭრო გამოცდილება შემოიტანა.

ახლა, როდესაც ეკონომიკა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც დიდ ზარალს განიცდის გლობალური პანდემიის გამო, „კარფურის“ მსგავსი მსხვილი საცალო მოვაჭრეების ორგანიზებული შრომა და კონტრიბუცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

კომპანიის აქტიური საქმიანობა ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით ციფრებშიც ნათლად აისახება: ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, „კარფურმა“ დაახლოებით 150 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო და აპირებს კიდევ 120 მილიონის ინვესტიციას შემდეგი ორი, სამი წლის განმავლობაში.

კომპანიას საქართველოში ამჟამად 2500 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და გეგმავს კიდევ 1200 თანამშრომლის აყვანას მომდევნო ორი, სამი წლის განმავლობაში, რითაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ქართველ მწარმოებლებს ის მიმწოდებლებს, ფერმერებს, და  სოფლის მეურნეობას. წლების განმავლობაში, ბრენდმა თავისი საქმიანობით მრავალი მომწოდებელი გააძლიერა და განავითარა. საქართველოში შემოსვლის შემდეგ, იგი თანამშრომლობს 800 – ზე მეტ მომწოდებელთან, ეხმარება ქართველ ფერმერებს და წვლილი შეაქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

როგორც პასუხისმგებლიანი, გრძელვადიანი ინვესტორი, “კარფური”მუდმივად აკვირდება გლობალურ ბაზარს, აფიქსირებს საცალო ვაჭრობის ტენდენციებს მსოფლიოში და შემდეგ საჭირო პოლიტიკის ახორციელებს ყველგან, მათ შორის საქართველოში.

სამართლიანი მიდგომა თითოეული მომხმარებლის მიმართ – ესაა პრინციპი, რომლითაც კომპანია ხელმძღვანელობს. ბრენდი აქტიურად უწყობს ხელს ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას საქართველოში.

მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის დაცვა „კარფურისთვის“ ფუნდამენტური ღირებულებაა. კომპანიის დაუღალავი შრომა ეკონომიკის გაუმჯობესების, დასაქმების მაჩვენებლის ზრდის, ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველთა დახმარებისა და გარემოზე ზრუნვის მიმართულებით სათანადოდ აისახება როგორც ზემოთხსენებულ მონაცემებსა და ეკონომიკურ ანალიზებში, ასევე მომხმარებელთა ურყევ ნდობასა და მაღალ რეპუტაციაში.

Comments
Loading...