- Advertisement -

მოგზაურობის გაუქმების შემთხვევაში “ალდაგი” სამოგზაურო ხარჯებს დააზღვევს

640

"ალდაგი" მომხმარებლებს სამოგზაურო ხარჯების დაზღვევას სთავაზობს. თუ დაზღვეულის მოგზაურობა გაუქმდა, "ტურის დაზღვევით" მომხმარებელს ავიაბილეთის და სასტუმროს საფასური აუნაზღაურდება. 

კომპანიის ინფორმაციით, ხარჯები დაზღვეულებს აუნაზღაურდებათ, თუ ტური გაუქმდა შემდეგი მიზეზებით:

შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი
სასამართლოში მოწმის სახით ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკითხვაზე გამოძახება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა
დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება
დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის უეცარი და მოულოდნელი ავადმყოფობა და ტრავმა
საცხოვრებელი სახლის/ბინის განადგურება ან დაზიანება

ალდაგში განმარტავენ, რომ ტურის დაზღვევის პოლისის გასაფორმებლად მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტია საჭირო.

Comments
Loading...