- Advertisement -

მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

10

“ამ ეტაპზე მდგომარეობა უცვლელია, არის მძიმე, არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კომა შეფასდა 4 ქულით, რის გამოც არის გადაყვანილი ვენტილაციაზე. კომპიუტერული კვლევით, მას, ამ ეტაპზე, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. მოგვიანებით გაკეთდება საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლითაც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. “- განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან ბიჭს მატარებელი დაეჯახა.
როგორც ‘აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული.
The post მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...