თბილისში მოკლული მირანდა ვაჩეიშვილის მეგობარი ქეთი პაპუნაშვილი გადაცემა "რეაქციაში" აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ პოლიცია ინფორმირებული იყო, თუმცა რეაგირება შესაბამისი არ ჰქონიათ.
ქეთი პაპუნაშვილი მკვლელობამდე ოჯახური ძალადობის რამდენიმე ფაქტზე ჰყვება, მათ შორის იხსენებს, რომ ყოფილმა ქმარმა საკუთარ 6 თვის შვილს მირანდა ვაჩეიშვილს სახლში ბენზინი შეუსხა და აცხადებს, რომ მაშინ პოლიციამ გამოძიება მსუბუქი მუხლით დაიწყო.
"ერთ დღეს, როგორც მე ვიცი, იყო 12 გამოძახება პოლიციის, 12-ჯერ მოვიდა პატრულის შესაძლოა, სხვადასხვა ეკიპაჟი, 12-ჯერ ამჟამად უკვ მკვლელი ჩაყვანილ იქნა დელისის მეტრომდე და იქ გაუშვეს, ისევ ამოდიოდა. იყო ერთი შემთხვევა, სადაც ვერაფრით მივაღწიეთ, რომ საქმე აღძულიყო მკვლელობის მცდელობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით მაინც, როცა საკუთარ 6 თვის შვილს და მირანდას ბეზინი შეუსხა სახლში აწ უკვე მკვლელმა და აბსოლუტურად შემთხვევით არიან გადარჩენილები მაშინ ეს ორი ადამიანი, ამ საქმის კვალიფიკაცია იყო ქონების ან ნივთის დაზიანება თუ სწორად მახსოვს, როცა ასეთი რაღაცები ხდება და არ რეაგირებენ, შესაძლებელი იყო საქმე სხვა მუხლით აღძრულიყო და დაეკავებინათ, არ დაიცვა სახელმწიფომ, სხვა შემთხვევაში ეს ქალი დღეს ცოცხალი გვეყოლებოდა, არ გვეყოლებოდა ოთხი ობოლი.
დღემდე ამ ბავშვებთან არ მისულა ფსიქოლოგი, იქნებ ვინმემ ვისაც ეხება… სოციალური სამსახური იყო მისული, ბავშვებს სავარაუდოდ დაეხმარებიან ოღონდ ჩვენ მათ მეგობრებს და ნათესავებს არ გვაქვს საკმარისი რესურსი, არ ვართ ფსიქოლოგები, მინდა ვთხოვო სახელმწიფოს ამ ოთხ ბავშვს.. ესეც უნდა ვთქვა, ეს ბავშვები მირანდას არ ყავდა ოთსივე შვილი ამ კაცისგან, ეს მეორე ქმარი იყო, ამ ბავშებს ჯერ გარდაეცვალათ მამა, რომელიც მოღვაწეობდა მონასტერში, ბერად იყო აღკვეცილი, მამის 40-ზე გაიგეს დედის სიკვდილის ამბავი და ამ ბავშებთან ფსიქოლოგი არ მისულა, რას მიკეთებს სახელმწიფო ამ შემთხვევაში?",-განაცხადა ქეთი პაპუნაშვილმა.